ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩუღურეთის რაიონში, აღმაშენებლის გამზირის N22-თან, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობისას მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 13:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ჩუღურეთის რაიონში: აღმაშენებლის გამზირი N1-დან 55-ის ჩთ, N2-დან 50-ის ჩთ; წინამძღვრიშვილის ქ N12-დან 26-ის ჩთ, N9-დან 23-ის ჩთ; ტყვიავის, მაზნიაშვილის, სუნდუკიანის, რომის ქუჩებს ჩიხებითა და შესახვევებით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ კომპანიაში.