ჭუბერში საქართველოს სამხედრო ძალებისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა
ჭუბერში საქართველოს სამხედრო ძალებისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ბრძანებას, რომლის თანახმად, სამხედრო ძალები და სამხედრო ტექნიკა გამოყენებული იქნება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში. ბრძანებას მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

„ბუნებრივია, ვიყავით ერთსულოვნები და ერთხმად დავამტკიცეთ. სამწუხაროა, რომ დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“,- ამის შესახებ პირველ არხს უმრავლესობის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

პრეზიდენტის ბრძანებაში აღნიშნულია – საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამხედრო ძალების შემდეგი ქვედანაყოფები: საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობა; საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა.