ჭუბერსა და ხაიშში ამ დროისთვის სიმშვიდეა, თუმცა სპეცრაზმი ადგილზე რჩება [ფოტო, ვიდეო]
ჭუბერსა და ხაიშში ამ დროისთვის სიმშვიდეა, თუმცა სპეცრაზმი ადგილზე რჩება [ფოტო, ვიდეო]

მესტიის სოფლებში, ჭუბერსა და ხაიშში ამ დროისთვის სიმშვიდეა, თუმცა სპეცრაზმი ადგილზე რჩება.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ჭუბერიდან უწყება, ადგილობრივებს უკვე შეხვდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი ნიკოლოზ დიასამიძე და აღნიშნა, რომ არავის დაკავება არ იგეგმება.

როგორც ნიკოლოზ დიასამიძემ აღნიშნა, აპირებენ, ამოიღონ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე.

ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ ჩატარდა სპეცოპერაცია. იარაღიანი ხალხი შესული იყო სახლებში და მოჭრილი უკანონო ხე-ტყის ამოღებას ითხოვდნენ.

მათივე თქმით, ხე-ტყის ბიზნესის გარდა, არანაირი საარსებო წყარო არ აქვთ.

მანამდე კი, სოფლის მოსახლეობა აპროტესტება სპეცრაზმისა და საგამოძიებო სამსახურის შესვლას და სკანდირებდნენ “წადი, წადი”.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჭუბერთან მისასვლელი გზა გადაკეტილია.