ჭრიკიშვილი და ბექაური ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონატის ფინალში დაუპირისპირდებიან | ძიუდო
თბილისში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში 81კგ, 90კგ, 100კგ და +100კგ წონით კატეგორიაში ფინალისტები გამოვლინდნენ. 81კგ-ის ფინალში ერთმანეთს ვლადიმირ ახალკაცი და გიორგი კაციაშვილი დაუპირისპირდებიან. 90კგ-ის ფინალიც ძალიან საინტერესო და დაძაბული უნდა გამოდგეს, სადაც ავთანდილ ჭრიკიშვილი ახალგაზრდა ლაშა ბექაურს შეხვდება.
100კგ-ში ილია სულამანიძე ონისე სანებლიძესთან იჭიდავებს, ხოლო +100კგ-ში ოქროს მედლისთვის გელა ზაალიშვილი ლევან მატიაშვილს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი ძიუდოს აკადემიაში 17:00 საათზე დაიწყება.