„ჩრდილოეთის“ ოპერატიული სარდლობა – ჩერნიგოვის ოლქში სარაკეტო თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა

00:27, 02.02.2023

ჩერნიგოვის ოლქში სარაკეტო თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.

„ჩრდილოეთის“ ოპერატიული სამხედრო ხელმძღვანელობის ინფორმაციით, დაღუპულია, სულ მცირე, სამი ადამიანი, ერთი კი დაშავდა.

წინასწარი ცნობით, ჭურვი სარდაფს დაეცა, სადაც მოსახლეობა თავს აფარებდა.

მსგავსი