ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის ავიარეისების დანიშვნის ინიციატივით გამოდის
ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის ავიარეისების დანიშვნის ინიციატივით გამოდის

ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის ავიარეისების დანიშვნის ინიციატივით გამოდის. როგორც რუსული მედია წერს, ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ტრანსპორტის მინისტრმა, ჰაიდარბეკ ბუტოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით მოსამზადებელი სამუშაოები შესრულებულია.

„მე გამოვედი საქართვლოში ავიარეისის დაწყების ინიციატივით. იდეის განხორციელება ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისში იგეგმებოდა, თუმცა პოლიტიკური მიზეზებით, მუშაობა შევაჩერეთ. უკვე შესრულებულია ყველა აუცილებელი სამუშაო“, – განაცხადა ბუტოვმა და აღნიშნა, რომ ავიარეისების დასანიშნად საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.

ბუტოვის თქმით, ავიამარშრუტის დანიშვნის იდეა მანამდე განიხილეს და მხარი დაუჭირეს საქართველოს და ჩრდილოეთ ოსეთის აეროპორტების, ტუროპერატორებისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა.