გერმანული მედია - „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ის საწინაღმდეგოდ პოლონეთს საკუთარი გაზსადენის აშენება სურს
გერმანული მედია - „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ის საწინაღმდეგოდ პოლონეთს საკუთარი გაზსადენის აშენება სურს

გერმანული გამოცემა „ფრანკფურტერ ალემაინე ცაიტუნგ“-ის ინფორმაციით, პროექტი, „ბალტიის მილსადენი“, მმართველმა „კანონისა და სამართლიანობის პარტიამ“ შექმნა, რომელიც მილსადენის გაყვანას პოლონეთსა და დანიას შორის ბალტიის ზღვის ფსკერზე გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთის ხელისუფლება საბოლოო გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე მიიღებს. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, გაზსადენმა ფუნქციონირება 2022 წლისთვის უნდა დაიწყოს.

პოლონეთი „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ის პროექტის ჩაშლას ცდილობს. აღნიშნული პროქტის ფარგლებში, რუსული გაზი ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამ უნდა მიიღოს.

ოფიციალური ვარშავა ამტკიცებს, რომ პროექტის განხორციელება რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულებას გაზრდის. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის მოუწოდებს, პროექტში ჩართულ კომპანიებს სანქციები დაუწესოს. ვარშავის მსგავსად, „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ს ვაშინგტონიც ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პროექტი ევროპის ენერგოუსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის.