ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩემი, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის მიზანია, მხარი დავუჭიროთ მშვიდობასა და სტაბილურობას ამ რთულ პერიოდში
ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩემი, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის მიზანია, მხარი დავუჭიროთ მშვიდობასა და სტაბილურობას ამ რთულ პერიოდში

ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბუიარ ოსმანის განცხადებით, საქართველოს კონტექსტში ეუთო-ს გუნდი აქტიურად მუშაობს დევნილებთან, ახალგაზრდებთან, ადამიანებთან, რომლებიც იზოლირებულად ცხოვრობენ.

როგორც ჩრდილოეთ მაკედონიის მინისტრმა ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ეუთო ისმენს იმ ადამიანების შეშფოთებებს და წუხილებს, რომლებიც კონფლიქტების დროს დაზარალდნენ.

„ჩვენ უნდა ვეძებოთ შერიგების გზები, სადაც შესაძლებელია. ხვალ ვეწვევი რეგიონებს, რათა მოვუსმინო მხარეებს, დავინახო გამოწვევები. ფოკუსირება ადამიანებზე გახლავთ ჩვენი საბოლოო პრიორიტეტი. მე შევხვდები არასამთავრობოების წარმომადგენლებს და განვიხილავ საკითხებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ხაზი გავუსვა იმ უმნიშვნელოვანეს როლს, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება თამაშობს, ძლიერ წვლილს, რომელიც მან შეიტანა დემოკრატიის მშენებლობაში საქართველოში. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს ძირითად დემოკრატიულ ინგრედიენტს. სამოქალაქო საზოგადოებასთან, ახალგაზრდობასთან ჩართულობა მნიშვნელოვანია და ხაზგასმულია ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლის, სამოქალაქო საზოგადოების და ახალგაზრდულ საკითხებში. ჩემი ვიზიტის ფარგლებში, მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეუთო მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს სამი მიმართულებით ვალდებულების შესრულებას, რომელსაც წვლილი შეაქვს თქვენი შიდა რეფორმების პროცესში. ნება მომეცით, დაგარწმუნოთ, რომ ჩემი, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის მიზანია, გაძლიერდეს თანამშრომლობა, მხარი დავუჭიროთ მშვიდობასა და სტაბილურობას ამ რთულ პერიოდში“, – განაცხადა ოსმანმა.