ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები სავარაუდოდ ივნისში დაიწყება
ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები სავარაუდოდ ივნისში დაიწყება

ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები სავარაუდოდ ივნისში დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „მია“ სკოპიეში ევროკავშირის წარმომადგენელ სამუელ ჟბოგარზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, მომდევნო კვირას ევროკომისია ჩრდილოეთ მაკედონიაში არსებული ვითარების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელშიც იქნება ასახული მნიშვნელოვანი პროგრესი, რასაც სახელმწიფომ შარშან მიაღწია. ამ დოკუმენტის საფუძველზე კი ევროკავშირში მიიღებენ გადაწყვეტილებას, როდის უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ჩრდილოეთ მაკედონიის ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ.

„ამ გადაწყვეტილებას ივნისში ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ მას აუცილებელად მიიღებენ“, – განაცხადა სამუელ ჟბოგარმა.