ჩრდილოეთ მაკედონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 12 აპრილს გაიმართება
ჩრდილოეთ მაკედონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 12 აპრილს გაიმართება

ჩრდილოეთ მაკედონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 12 აპრილს ჩატარდება, – ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ზორან ზაევმა გააკეთა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესის დაწყება გადადო. ინიციატივა ევროკავშირის სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დაბლოკა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერმა განაცხადა, რომ ისინი ევროკავშირის ისტორიული შეცდომის მსხვერპლნი არიან.

პრემიერის თქმით, ახლა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა არჩევანს გააკეთებენ.