ჩრდილოეთ მაკედონიაში, საავადმყოფოში ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა
ჩრდილოეთ მაკედონიაში, საავადმყოფოში ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ჩრდილოეთ მაკედონიის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქ ტეტოვოში გუშინ, გვიან საღამოს მოხდა.

გასულ წელს აგებულ დროებით საავადმყოფოში, „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ მძიმე პაციენტებს მკურნალობდნენ. ამ დროისთვის უცნობია, სულ რამდენი პაციენტი იყო მოთავსებული დაწესებულებაში.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მძიმედ დაშავებული პაციენტები სკოპიეში გადაიყვანეს. მინისტრი შიშობს, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.