ჩრდილოეთ მაკედონიასა და სერბეთში სააღდგომოდ მართლმადიდებლურ ეკლესიებს დახურავენ
ჩრდილოეთ მაკედონიასა და სერბეთში სააღდგომოდ მართლმადიდებლურ ეკლესიებს დახურავენ

ჩრდილოეთ მაკედონიასა და სერბეთში სააღდგომოდ მართლმადიდებლურ ეკლესიებს დახურავენ. ზომები ძალაში პარასკევიდან, 17 აპრილიდან შევა და ორშაბათის, 20 აპრილის ჩათვლით იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ „ფრანს პრესზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებში, კოვიდ-19-ის ეპიდემიის გავრცელების შესაჩერებლად, საყოველთაო კარანტინი მარტში გამოაცხადეს.

სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ხელისუფლებას საკარანტინო ზომების გაუქმებას სთხოვდნენ, რათა მრევლს სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრების საშუალება ჰქონოდა. თუმცა, ბელგრადსა და სკოპიეში უსაფრთხოების მიზნით, აღდგომის კვირაში, საკარანტინო ზომები კიდევ უფრო გაამკაცრეს.

სერბეთში დღეისათვის კოვიდ-19 4 456 შემთხვევა და 94 გარდაცვალების ფაქტი ფიქსირდება. ჩრდილოეთ მაკედონიაში კი 908 ადამიანი ინფიცირებული, გარდაცვლილია 44.

დატოვე კომენტარი