ჩრდილოეთ მაკედონია ნატო-ს 30-ე წევრი გახდა
ჩრდილოეთ მაკედონია ნატო-ს 30-ე წევრი გახდა

ჩრდილოეთ მაკედონია ნატო-ს 30-ე წევრი გახდა. „ჩვენ მივაღწიეთ თაობათა ოცნებას“, – ასე ამცნო ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობამ მოსახლეობას ნატო-ში გაწევრიანების შესახებ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ქვეყანას ალიანსში გაწევრიანება მიულოცა.

„ეს 30 სახელმწიფოს და თითქმის ერთი მილიარდი ადამიანის ოჯახია, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე, რომ მიუხედავად ნებისმიერი გამოწვევისა, ჩვენ ერთად გაცილებით ძლიერები და დაცულები ვართ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში გაწევრიანება რეალური მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყანამ სახელწოდებასთან დაკავშირებით საბერძნეთთან დავა მოაგვარა.