ჩრდილოეთ მაკედონია „ბეტისის“ ფორვარდით, ჯეიკობ ვაილით ჩამოდის #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონია „ბეტისის“ ფორვარდით, ჯეიკობ ვაილით ჩამოდის #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, 24 თებერვალს ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მაკედონიელები საწყის ორ ტურში უკრაინასა და ესპანეთს დაუპირისპირდნენ და ორივე მატჩში დამარცხდნენ:

უკრაინა – ჩრდილოეთ მაკედონია 78:61

ჩრდილოეთ მაკედონია – ესპანეთი 65:94

საქართველოს ნაკრებმა კი, ნოემბრის ფანჯარაში უკრაინა 88:83 დამარცხა, ესპანეთთან 61:89 დათმო.

ისევე როგორც ჩვენს გუნდში, ვერც ჩრდილომაკედონიელების რიგებში იქნებიან ევროლიგის კალათბურთელები. მათ სულ ორი ლეგიონერი ჰყავთ: ჯეიკობ ვაილი ესპანური „ბეტისიდან“ და ახალგაზრდა ტოდორ სიმიკი „ბარსელონადან“.

ასე და აგვარად, კომბინაციების უმეტესობა ამერიკელ ჯეიკობ ვაილიზე წავა, რომელიც ესპანეთის პირველობაზეც გამორჩეულია. იგი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 11.8 ქულას აგროვებს. ჩრდილოეთ მაკედონიის მაისურით მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამართულ ორ მატჩში მისი მონაგარი 11 ქულა და 7 მოხსნაა.

ჩრდილოეთ მაკედონიის შემადგენლობა თბილისური მატჩისთვის.

მოთამაშე სმ გუნდი
კრისტიან ნიკოლოვი 187 სკოპიე (ჩ. მაკედონია)
ბობან სტაიკი 185 პელისტერი (ჩ. მაკედონია)
ვიქტორ ეფრემოვსკი 194 გოსტივარი (ჩ. მაკედონია)
დამიან რობევი 193 სკოპიე (ჩ. მაკედონია)
ვოიდან სტოიანოვსკი 194 სკოპიე (ჩ. მაკედონია)
​ანდრეი მასლინკო 208 ტფტ (ჩ. მაკედონია)
სტოიან გუროსკი 202 პელისტერი (ჩ. მაკედონია)
ტეოდორ სიმიკი 210 ბარსელონა (ესპანეთი)
​ჯეიკობ ვაილი 203 ბეტისი (ესპანეთი)
ბოიან კრსტევსკი 206 სკოპიე (ჩ. მაკედონია)
ანდრეი მიტრევსკი 190 ფენიკსი (ჩ. მაკედონია)
ვალმირ კაკრუკი 202 რაბოტნიჩკი (ჩ. მაკედონია)
​მწვრთნელი: დრაგან ბაიჩი