ჩრდილოეთ კვიპროსის სანაპიროსთან ბორანის გადაბრუნების შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა, 18 კი დაკარგულად ითვლება

23:41, 30.08.2026

ჩრდილოეთ კვიპროსის სანაპიროსთან ბორანის გადაბრუნების შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა, 18 კი დაკარგულად ითვლება. „როიტერის“ ცნობით, ინციდენტის დროს ბორანზე დაახლოებით 270 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.

ბორანი ჩრდილოეთ კვიპროსის სანაპიროსთან გადაბრუნდა. კერძო მფლობელობაში მყოფი ბორანი კირენიის პორტიდან დღეს შუადღისას გავიდა და მალევე, უცნობი მიზეზით, გემზე წყალი შევიდა. ბორანი თურქეთის პორტ ტაშუჯუსკენ მიემართებოდა.

გადარჩენილების ინფორმაციით, ბორანი არასტაბილურად მოძრაობდა. გემის ტალღასთან ბოლო ძლიერმა შეჯახებამ ორკორპუსიანი ხომალდის ცხვირი დააზიანა, რის შედეგადაც მასში წყლის შეღწევა დაიწყო.

კატასტროფა კირენიის სანაპიროსთან, უშუალოდ ქალაქის სიახლოვეს მოხდა. კირენია პოპულარული საკურორტო ადგილია. მედიის ცნობით, მომხდარის შემდეგ გემის კაპიტანი და ეკიპაჟის შვიდი წევრი დაკითხვაზე გადაიყვანეს.

მსგავსი