ჩრდილოეთ კორეის მედია - კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპისგან წერილი მიიღო
ჩრდილოეთ კორეის მედია - კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპისგან წერილი მიიღო

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან წერილი მიიღო. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის მედია იუწყება. კიმ ჩენ ინმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ გაგზავნილი წერილი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ აუცილებლად იფიქრებს იმაზე, რაზეც წერილშია საუბარი. წერილის შინაარსი უცნობია.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 12 ივნისს ჩრდილოეთ კორეის ლიდერისგან წერილი მიიღო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საკმაოდ თბილი და დადებითი გზავნილი იყო. ამის მიუხედავად, 21 ივნისს ვაშინგტონმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ არსებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.

ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში მიმდინარე წლის თებერვალში, ვიეტნამში გამართული სამიტის შემდეგ შევიდა. მაშინ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა ნაადრევად დასრულდა, რადგან მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.