ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა გენშტაბის ხელმძღვანელი, ასევე სხვა წამყვანი ოფიცრები შეცვალა და სამხედროებს საომარი მზადყოფნისკენ მოუწოდა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა გენშტაბის ხელმძღვანელი, ასევე სხვა წამყვანი ოფიცრები შეცვალა და სამხედროებს საომარი მზადყოფნისკენ მოუწოდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა გენშტაბის ხელმძღვანელი, ასევე სხვა წამყვანი ოფიცრები შეცვალა და სამხედროებს საომარი მზადყოფნისკენ მოუწოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გენერალი პაკ სუ ილი გაათავისუფლეს გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან და მის ნაცვლად დაინიშნა ვიცე-მარშალი რი იონგ გილი.

ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სამხედრო კომისიის სხდომაზე ასევე სამხედროები გადაიყვანეს ან დანიშნეს სხვა თანამდებობებზე.

„საომარი მოქმედებებისთვის სრული მომზადება იყო შეხვედრის მთავარი დღის წესრიგი“, – აღნიშნულია ჩრდილოეთ კორეის მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დასავლური მედიის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეა რეგულარულად ცვლის სამხედრო ხელმძღვანელობას, ზოგიერთი სამხედრო ლიდერი მოგვიანებით კვლავ ჩნდება სხვადასხვა პოზიციაზე, ზოგი კი ქრება საზოგადოების თვალთახედვიდან.