ჩრდილოეთ კორეის ლიდერი პოლიტბიუროზე პირბადის გარეშე მივიდა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი პოლიტბიუროზე პირბადის გარეშე მივიდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი მმართველი შრომის პარტიის პოლიტბიუროზე მივიდა. „როიტერის“ ინფორმაციით, ვიდეომასალა ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.

ვიდეოში ჩანს, რომ პოლიტბიუროზე არც კიმ ჩენ ინს და არც სხვა მაღალჩინოსნებს პირბადეები არ უკეთიათ. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტბიუროზე განხილვის მთავარი თემა ეკონომიკა იყო და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე არ უსაუბრიათ.