ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირის მკვლელობის გამო ბოდიშს იხდის
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირის მკვლელობის გამო ბოდიშს იხდის

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირის მკვლელობის გამო ბოდიშს იხდის. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ბიბისის“ ცნობით, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეელ კოლეგას, მუნ ჯე ინს წერილი გაუგზავნა, სადაც წერს, რომ ასეთი სამარცხვინო ფაქტი არ უნდა მომხდარიყო და მას ბოდიშს უხდის.

სამხრეთ კორეის მთავრობის ინფორმაციით, თევზჭერის სამინისტროს 47 წლის თანამშრომელი ჩრდილოეთ კორეის წყლებთან 21 სექტემბერს დაიკარგა. დაზვერვის ინფორმაციით, ის ჩრდილო კორეელმა კოლეგებმა დააკავეს, ცეცხლი გაუხსნეს, მოგვიანებით კი მისი ცხედარი დაწვეს.