ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ ქვეყანამ „კოვიდ-19“-ზე რეაგირების პროცესში შეცდომები დაუშვა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ ქვეყანამ „კოვიდ-19“-ზე რეაგირების პროცესში შეცდომები დაუშვა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ ქვეყანამ „კოვიდ-19“-ზე რეაგირების პროცესში შეცდომები დაუშვა.

სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ხელისუფლება გააფრთხილა, რომ მოემზადონ როგორც პანდემიასთან, ასევე ტაიფუნ „ბავისთან“ გასამკლავებლად. პოლიტბიუროზე სიტყვით გამოსვლისას, კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ ვირუსთან გამკლავების პროცესში გარკვეული შეცდომები დაუშვა.

„ბიბისი“ წერს, რომ ჩრდილოეთ კორეაში „კოვიდ-19“-ის ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა ჯერ არ გამოვლენილა, თუმცა დამკვირვებლებს ამ ფაქტის სინამდვილეში ეჭვი შეაქვთ.