ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ბოლო 22 დღის განმავლობაში კამერებთან პირველად გამოჩნდა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ბოლო 22 დღის განმავლობაში კამერებთან პირველად გამოჩნდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ბოლო 22 დღის განმავლობაში კამერებთან პირველად გამოჩნდა. კიმ ჩენ ინი ეროვნულ მავზოლეუმს ეწვია, სადაც ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ლიდერის, კიმ ჩენ ილის დაბადების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ამასთან, ჩრდილოეთ კორეას ამ დრომდე არ დაუდასტურებია კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა, თუმცა სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, მთავრობამ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები აქვთ, დაწესებული 30 დღიანი კარანტინი გაახანგრძლივა.