ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სამხრეთ კორეასა და აშშ-ს კორეის ნახევრკუნძული ბირთვული ომის ზღვარზე მიჰყავთ
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სამხრეთ კორეასა და აშშ-ს კორეის ნახევრკუნძული ბირთვული ომის ზღვარზე მიჰყავთ

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სამხრეთ კორეასა და აშშ-ს ერთობლივი სამხედრო წვრთნებით კორეის ნახევრკუნძული ბირთვული ომის ზღვარზე მიჰყავთ.

ფხენიანში ამბობენ, რომ აშშ-ისა და სამხრეთ კორეის მხრიდან დაძაბულობის ესკალაციაზე ჩრდილოეთ კორეა საპასუხო ზომებს მიიღებს.

„აშშ-ისა და მისი მიმდევრების უგუნურ სამხედრო კონფრონტაციულ ისტერიას ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაცია შეუქცევად კატასტროფამდე, ბირთვული ომის ზღვარზე მიჰყავს. სამხედრო წვრთნებმა კორეის ნახევარკუნძული გადააქცია უზარმაზარ დენთის მაღაზიად, რომელიც შეიძლება, ნებისმიერ დროს აფეთქდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მიმდინარე წელს ჩრდილოეთ კორეამ, მინიმუმ, 20 ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა გაუშვა.