ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ჯონ ბოლტონს „ომის ფანატიკოსი“ უწოდა
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ჯონ ბოლტონს „ომის ფანატიკოსი“ უწოდა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ჯონ ბოლტონს „ომის ფანატიკოსი“ უწოდა.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ ფხენიანის ბოლო სარაკეტო გამოცდები, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა გაერო-ს რეზოლუციების დარღვევად შეაფასა, რაც არასწორია.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ სარაკეტო გამოცდებზე უარის თქმა თავდაცვის უფლებაზე უარის თქმას ნიშნავს. ჩრდილო კორეის საგარეო უწყების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ჯონ ბოლტონი უფრო მეტს მშვიდობის და უსაფრთხოების განადგურებაზე მუშაობს, ვიდრე მის შენარჩუნებაზე.