ჩრდილოეთ კორეელმა მეთევზეებმა სამხრეთ კორეაში გაქცევამდე ხომალდის ბორტზე მყოფი 16 ადამიანი მოკლეს

19:34, 07.11.2019

ჩრდილოეთ კორეელმა მეთევზეებმა სამხრეთ კორეაში გაქცევამდე ხომალდის ბორტზე მყოფი 16 ადამიანი მოკლეს.

საზღვაო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, მეთევზეები სამხრეთ კორეელმა სამართალდამცველებმა დააკავეს და უკან, ჩრდილო კორეაში დააბრუნეს.

ჩრდილო კორეიდან გაქცეულ ადამიანებს, როგორც წესი, სამხრეთ კორეა თავშესაფარს აძლევს, მაგრამ ამ შემთხვევაში, სეულში თქვეს, რომ ორი ადამიანი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნიდა. გაქცეული მეთევზეები ამტკიცებდნენ, რომ უხეში მოპყრობის გამო კაპიტანი მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამი ეჭვმიტანილი თავდაპირველად ჩრდილო კორეის სანაპიროსკენ წავიდა, თუმცა ერთ-ერთი მათგანი პოლიციამ დააკავა, ორი მათგანი კი სამხრეთ კორეისკენ გაიქცა. სამხრეთ კორეამ დაკავებულები დემილიტარიზებულ ზონაში, სოფელ პანმუნჯომში ჩრდილო კორეას გადასცა.

მსგავსი