ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვეების სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების გამო სეული კიევისგან ახსნა-განმარტებას და ბოდიშს ითხოვს

11:07, 28.09.2026

ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვეების სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების გამო სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინისგან ოფიციალურ ახსნა-განმარტებას და ბოდიშს ითხოვს.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, კიევმა ცალმხრივად გაამჟღავნა ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვეების სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საკითხთან დაკავშირებით კონფიდენციალურობის დაცვის შეთანხმება არსებობდა.

„უკრაინის მიერ კონფიდენციალურობის შესახებ ნებისმიერი შეთანხმების უარყოფა ყალბია და ძირს უთხრის ორ მთავრობას შორის ნდობას“, – ნათქავამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, 2025 წელს, უკრაინის არმიამ კურსკის ოლქში ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაატყვევა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ერთ-ერთი დატყვევებული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცის ყალბი სამხედრო პირადობის მოწმობა გაცემული იყო რუსეთის რესპუბლიკის ტუვას ნამდვილი მაცხოვრებლის სახელზე. 23 სექტემბერს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ცოტა ხნის წინ სამხრეთ კორეას ორი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვე გადასცა. მისივე თქმით, ერთ-ერთმა ჩრდილოეთ კორეელმა თვითმკვლელობა სცადა.

მსგავსი