ჩრდილოეთ კორეაში სკოლები ორი თვის შემდეგ პირველად გაიხსნა
ჩრდილოეთ კორეაში სკოლები ორი თვის შემდეგ პირველად გაიხსნა

ჩრდილოეთ კორეაში სწავლების ახალი სემესტრი აპრილში უნდა დაწყებულიყო, თუმცა სასწავლო პროცესი ქვეყანაში ორი თვით შეჩერებული იყო.

დღეს ფხენიანის მოსწავლეები სკოლებს პირველად დაუბრუნდნენ. სკოლებში დაბრუნებულ მოსწავლეებს პირბადის ტარება ევალებათ.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ ფხენიანს „კოვიდ-19“-ის არც ერთი შემთხვევა არ დაუდასტურებია, ქვეყანაში მკაცრი კარანტინიდან წესები მაინც მოქმედებდა, მათ შორის ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვა და ათასობით მოქალაქის იზოლირება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.