ჩრდილოეთ კორეაში კერძო სილამაზის სალონებს ხურავენ
ჩრდილოეთ კორეაში კერძო სილამაზის სალონებს ხურავენ

ჩრდილოეთ კორეაში კერძო სილამაზის სალონებსა და საპარიკმახეროებს ხურავენ. მიზეზად დასახელდა „ანტისოციალისტური და არასოციალისტური ქცევა, რომელიც ხელს უწყობს ინდივიდუალიზმს“.

წყაროს ცნობით, ფართომასშტაბიანი რეპრესიები სილამაზის სალონების მიმართ 2022 წლის აგვისტოს ბოლოს დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეაში არის სახელმწიფო საპარიკმახეროები და სილამაზის სალონები, ასევე არსებობს არალეგალურად მოქმედი კერძო სალონები.

განსხვავებით სახელმწიფო სალონებისგან, რომლებმაც გადასახადები სახელმწიფოს უნდა გადაუხადონ, კერძო საპარიკმახეროები და სილამაზის სალონები გადასახადს არ იხდიან.

კერძო საპარიკმახეროები და სილამაზის სალონები განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში, რადგან თმას სურვილის მიხედვით იჭრიან.

სამხრეთ კორეის მედია წერს, რომ ხელისუფლება მიზნად ისახავს, შეაგროვოს საზოგადოების ფული სახელმწიფო ხაზინაში უკანონო ობიექტების აღმოფხვრის გზით და სახელმწიფოს მიერ დაწესებული ობიექტების გამოყენების გზით.