ჩრდილოეთ კორეაში დააკავეს გემთსაშენი ქარხნის თანამშრომლები, რომლებიც ახალი სამხედრო გემის გაშვების დროს მომხდარ მასშტაბურ ავარიაზე არიან პასუხისმგებელნი
ჩრდილოეთ კორეაში დააკავეს გემთსაშენი ქარხნის თანამშრომლები, რომლებიც ახალი სამხედრო გემის გაშვების დროს მომხდარ მასშტაბურ ავარიაში არიან პასუხისმგებელნი.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის თანახმად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული არიან ჩონჯინის გემთსაშენი ქარხნის მთავარი ინჟინერი, კორპუსის მშენებლობის ხელმძღვანელი და ადმინისტრაციული საქმეთა მენეჯერის მოადგილე.
წარუმატებელ გაშვებას, რომელმაც 5 000 ტონიანი სამხედრო გემი დააზიანა, ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ავარიამ ქვეყნის ღირსება შელახა და პირობა დადო, რომ დამნაშავეებს დასჯის.
კიმ ჩენ ინმა ინციდენტი გააკრიტიკა, მას „დაუდევრობა“ უწოდა და ბრძანა, რომ გემი ივნისის პარტიულ შეხვედრამდე აღდგეს.