ჩრდილოეთ კორეამ საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
ჩრდილოეთ კორეამ საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. მედიის ინფორმაციით, ეს არის ყველაზე დიდი რაკეტა, რომელიც ფხენიანს 2017 წლის შემდეგ არ გაუშვია.

ბალისტიკური რაკეტა ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროდან იაპონიის ზღვის მიმართულებით ისროლეს. იაპონიის და სამხრეთ კორეის მთავრობების ინფორმაციით, რაკეტა 2 000 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა და 30 წუთის განმავლობაში 800 კილომეტრზე იფრინა.

მედიაში დაიწერა, რომ „ჰვასონ 12“-ის რაკეტის მაქსიმალურმა სიჩქარემ ბგერის სიჩქარეს 16-ჯერ გადააჭარბა. იანვარში ჩრდილოეთ კორეამ სხვადასხვა ტიპის შვიდი რაკეტა ისროლა.