ჩრდილოეთ კორეამ მორიგი რაკეტა გამოსცადა
ჩრდილოეთ კორეამ მორიგი რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ მორიგი რაკეტა გამოსცადა. ამჯერად საუბარია ახალ სარკინიგზო სარაკეტო სისტემაზე, რომელიც ფხენიანის ცნობით, შექმნილია ქვეყნის უსაფრთხოებაზე ნებისმიერ პოტენციური საფრთხის კონტრშეტევისთვის.

რაკეტებმა 800 კილომეტრის მანძილი დაფარეს, რის შემდეგაც ისინი ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიულ წყლებში ჩაცვივდა.

ფხენიანის მიერ ორი ბალისტიკური რაკეტის გაშვებას ადასტურებენ იაპონიასა და სამხრეთ კორეაშიც.