ჩრდილოეთ კორეამ მცირე მანძილზე მოქმედი ორი რაკეტა გამოსცადა
ჩრდილოეთ კორეამ მცირე მანძილზე მოქმედი ორი რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ მცირე მანძილზე მოქმედი ორი რაკეტა გამოსცადა, – ამის შესახებ „ბიბისი“ სამხრეთ კორეის სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, რაკეტები სამხრეთ ჰამგიონის პროვინციაში გამოსცადეს და იაპონიის ზღვის მიმართულებით გაუშვეს. რაკეტებმა მაქსიმალური სისწრაფით, 400 კილომეტრი იფრინეს.

ეს ბოლო კვირებში ჩრდილოეთ კორეის მეხუთე სარაკეტო ცდაა, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს. უკანასკნელი სარაკეტო ცდის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინისგან „პოზიტიური წერილის“ მიღების შესახებ განაცხადა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განმარტებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნებით იყო უკმაყოფილო.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები 11 აგვისტოს იწყება, თუმცა მისი სამზადისი უკვე დიდი ხანია, დაიწყო.