ჩრდილოეთ კორეამ კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროს მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
ჩრდილოეთ კორეამ კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროს მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროს მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.

ფხენიანის ინფორმაციით, რაკეტებმა 300 კილომეტრზე მეტი იფრინეს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის გავლენიანმა დამ, კიმ იო ჩენმა კორეის ნახევარკუნძულზე აშშ-ის სტრატეგიული აქტივების ზრდის საფრთხეზე ისაუბრა.

იაპონიის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რაკეტები იაპონიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის გარეთ ჩავარდა.

სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვება დაგმო და „მძიმე პროვოკაცია“ უწოდა.

ორი დღით ადრე ფხენიანმა იაპონიის ზღვის მიმართულებით კონტინეტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ისროლა.