ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვა
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვა. სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, მოკლე მანძილზე მოქმედმა რაკეტებმა 30 კილომეტრის სიმაღლეზე, 230 კილომეტრზე იფრინეს და ზღვაში ჩაეშვნენ.

ოფიციალურმა სეულმა „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული მიმდინარე პანდემიის დროს ფხენიანის მოქმედება გააკრიტიკა.

„ჩრდილოეთ კორეის მსგავსი სამხედრო მოქმედება არის უკიდურესად შეუსაბამო საქციელი, როდესაც მთელ მსოფლიოს „კოვიდ-19“-ის გამო სირთულეები აქვს“, – აღნიშნულია სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაში. მიმდინარე თვეში ფხენიანმა რაკეტები უკვე მეოთხედ გამოსცადა.