ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვა
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვა. „რეიტერის“ ინფორმაციით, ფხენიანმა რაკეტა 31 ოქტომბრის შემდეგ პირველად ისროლა.

სამხრეთ კორეის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რაკეტებმა მცირე მანძილი იფრინეს და შემდეგ ზღვაში ჩაცვივდნენ. ოფიციალური სეულის განცხადებით, ფხენიანის მსგავსი ქმედება კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის შემცირების ძალისხმევას ხელს არ უწყობს და სამხედრო დაძაბულობას ზრდის.

ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვება ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის ბირთვული განიარაღების მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის პარალელურად ხდება. მხარეებს შორის სამუშაო ჯგუფების დონეზე შეხვედრა პროგრესის გარეშე დასრულდა.

დატოვე კომენტარი