ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით დაუდგენელი ტიპის რაკეტები ისროლა
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით დაუდგენელი ტიპის რაკეტები ისროლა. სამხრეთ კორეის ძალოვანი უწყებების ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა სამი რაკეტა სანაპირო ქალაქ სონდოკიდან ისროლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოიცადა საარტილერიო სისტემებიც.
რაკეტებმა 50 კილომეტრის სიმაღლეზე 200 კილომეტრი იფრინეს. ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო წვრთნები ბოლოს 28 თებერვალს და 2 მარტს ჩაატარა.
სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები საკითხს დეტალურად სწავლობენ, ვითარებას აკვირდებიან და სავარაუდო ახალ ინციდენტებთან დაკავშირებით მზადყოფნის რეჟიმს ინარჩუნებენ.