ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში მოკლე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა ისროლა
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში მოკლე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა ისროლა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში მოკლე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა ისროლა. ეს არის მესამე რაკეტა, რომელიც ფხენიანმა ბოლო ერთ კვირაში გამოცადა.

სამხრეთ კორეისა და იაპონიის თავდაცვის სამინისტროების ინფორმაციით, ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე დონჩან-რის ცენტრიდან გაშვებულმა რაკეტამ 50 კილომეტრის სიმაღლეზე დაახლოებით 800 კილომეტრი იფრინა.

იაპონიის თავდაცვის მინისტრის, ტოშირო ინოს განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ქცევა საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას, უსაფრთხოებას და მიუღებელია.

სამხრეთ კორეა და აშშ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ, რასაც ფხენიანი ეწინააღმდეგება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხედრო წვრთნებში ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენი „ბი-1ბი“ ჩაერთო.