ჩრდილოეთ კორეამ ახალი „ჩოე ჰიონის“ კლასის სამხედრო ხომალდიდან ფრთოსანი და საზენიტო რაკეტები გაუშვა
ჩრდილოეთ კორეამ ახალი „ჩოე ჰიონის“ კლასის სამხედრო ხომალდიდან ფრთოსანი და საზენიტო რაკეტების პირველი გაშვება განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ კორეულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც კორეული მედია წერს, ტესტირებას კიმ ჩენ ინიც ესწრებოდა, რომლის თქმითაც, ახალი ხომალდები წარმოებაში მომდევნო წლიდან ჩაეშვება.
კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ დროა, დაჩქარდეს სამხედრო-საზღვაო ძალების ბირთვული შეიარაღება. მისივე თქმით, ბირთვული იარაღით აღჭურვილი წყალქვეშა ხომალდის ფლობა მომდევნო დიდი ნაბიჯი იქნება.