ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროდან მოკლე მანძილზე მოქმედი რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

11:37, 08.05.2025

ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროდან მოკლე მანძილზე მოქმედი რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, რაკეტები ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპირო ქალაქ ვონსანიდან გაუშვეს, რომლებმაც ზღვაში ჩავარდნამდე 800 კილომეტრამდე იფრინეს.

როიტერის“ ცნობით, სამხრეთ კორეა მჭიდრო კავშირშია აშშ-თან და იაპონიასთან, რათა გაუზიარონ ერთმანეთს ინფორმაცია რაკეტების გაშვების შესახებ.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამი ქვეყნის ბირთვულმა ელჩებმა ტელეფონით კონსულტაცია გამართეს და დაგმეს ეს ფაქტი, როგორც გაერო-ს სანქციების დარღვევა.

როგორც მედია წერს, სავარაუდოდ, ეს იყო ორი ტიპის მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც რუსეთს მიეწოდებოდა.

მსგავსი