ჩრდილოეთ კორეა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას უარყოფს, რომლის მიხედვითაც, ფხენიანი რუსეთში დამატებით 50 000 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას გეგმავს
ჩრდილოეთ კორეა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას უარყოფს, რომლის მიხედვითაც, ფხენიანი რუსეთში დამატებით 50 000 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას გეგმავს.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იო ჯონგმა ზელენსკის განცხადებას „უსაფუძვლო“ უწოდა.
ზელენსკიმ აღნიშნული განცხადება აგვისტოში გააკეთა და აღნიშნა, რომ მიღებული იყო გადაწყვეტილება რუსეთში 30 000-დან 50 000-მდე ჩრდილოკორეელი სამხედრო მოსამსახურის განთავსების შესახებ.
კიმ იო ჯონგმა აღნიშნა, რომ უკრაინის კრიზისის დაწყებასა და მისი გახანგრძლივებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად აშშ-სა და დასავლეთს ეკისრება.
ამასთან, კიმ იო ჯონგმა გააკრიტიკა აშშ-ის პოლიტიკა ჩრდილოეთ კორეის მიმართ და განაცხადა, რომ ვაშინგტონის „მტრული პოლიტიკა“ არ შეცვლილა, მიუხედავად დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებისა, სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო სწავლებაში ამერიკის მონაწილეობის შემცირების შესახებ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის ურთიერთობა „ნამდვილად შესანიშნავია“, ვაშინგტონი კვლავ ატარებს სამხედრო წვრთნებს სეულთან და ამით ფხენიანის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
კიმ იო ჯონგმა ასევე განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, ჰქონდათ თუ არა ბოლო პერიოდში კომუნიკაცია აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს.