ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან კომუნიკაციას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტომ გაავრცელა. მიზეზად სეულის მიერ ჩრდილოეთ კორეაში სააგიტაციო მასალის გაგზავნა დასახელდა.
პირველ ეტაპზე შეწყდება კავშირი, რომელიც ცხელი ხაზით მყარდებოდა.
ფხენინაში აცხადებენ, რომ „ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც სამხრეთ კორეასთან კომუნიკაციის გაწყვეტას ისახავს მიზნად“.
„ჩრდილოეთ კორეა 9 ივნისს, 12:00 საათზე გაწყვეტს კავშირს სამხრეთ კორეის ხელისუფლებასთან, რომელიც შენარჩუნებული იყო საკომუნიკაციო ოფისის საშუალებით. შეწყდება კავშირი სამხედროებსა და ორი ქვეყნის ლიდერებს შორისაც“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.