ჩრდილოეთ კორეა ქიმიური იარაღის თაობაზე სირიასთან თანამშრომლობას უარყოფს
ჩრდილოეთ კორეა ქიმიური იარაღის თაობაზე სირიასთან თანამშრომლობას უარყოფს

ჩრდილოეთ კორეა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ისინი ქიმიური იარაღის თაობაზე სირიასთან თანამშრომლობენ.

ფხენიანი ამ ცნობებს ამერიკის შეერთებული შტატების ფაბრიკაციას უწოდებს და მათი მხრიდან ჩრდილოეთ კორეაზე კიდევ ერთ ზეწოლად აფასებს. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო მედიის საშუალებით გავრცელდა.
სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკული სწავლებების კვლევის ინსტიტუტს ეყრდნობოდა, ნათქვამია, რომ „თანამშრომლობის თეორია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოიგონა“ და ჩრდილოეთ კორეა სირიას ქიმიური იარაღის წარმოებაში არ ეხმარება.

„როგორც აქამდე უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩვენი რესპუბლიკა არ აწარმოებს ქიმიურ იარაღსა და საერთოდ, ეწინააღმდეგება ქიმიური იარაღის არსებობას“, – ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.