ჩრდილოეთ კორეა იტალიაში საკუთარ ელჩს ვერ პოულობს.
სამხრეთ კორეის მედიის ცნობით, დიპლომატი სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ამის ნაცვლად ის მესამე ქვეყანაში გაიქცა და თავშესაფარი მოითხოვა.
ფხენიანში ადასტურებენ, რომ დიპლომატს ნოემბრიდან ეძებენ. სამხრეთ კორეის მედია ავრცელებს ცნობას, რომ 48 წლის ჩო სონ გულის ოჯახის წევრები იტალიაში რჩებიან და მათ იტალიის სახელმწიფო იცავს.
ჩო სონ გილი იტალიაში ჩრდილოეთ კორეის ელჩის მოვალეობას 2017 წლიდან ასრულებდა.