ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთ კორეა სამხედრო ცხელი ხაზის აღდგენაზე შეთანხმდნენ
ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთ კორეა სამხედრო ცხელი ხაზის აღდგენაზე შეთანხმდნენ

ბოლო ორი წლის განმავლობაში, სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის გამართულ პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმდნენ.

შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთ კორეა სამხედრო ცხელ ხაზს აღადგენენ.

ორი ქვეყნის დელეგაციების შეხვედრაზე, ოფიციალურმა სეულმა ფხენიანს ასევე შესთავაზა ომის დროს გაყოფილი ოჯახების გაერთიანების მიზნით თებერვალში შეხვედრა გამართონ.

ოფიციალური შეხვედრის შემდეგ ასევე გადაწყდა, რომ ჩრდილოეთ კორეა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე სამხრეთ კორეაში სპორტსმენებს და მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს გაგზავნის.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ სეული განიხილავს ფხენიანზე დაწესებული სანქციების დროებით მოხსნის საკითხს, რათა ჩრდილო კორეელებმა ოლიმპიადაზე დასწრება შეძლონ.

ბირთვული პროგრამის განვითარების გამო, სამხრეთ კორეას ჩრდილო კორეელ მაღლჩინოსნებზე სანქციები აქვს დაწესებული.