ჩრდილოეთ კოლუმბიაში ავტობუსის გზიდან გადავარდნას სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა

07:57, 21.11.2017

ჩრდილოეთ კოლუმბიაში ავტობუსის გზიდან გადავარდნას სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულია 30-ზე მეტი მგზავრი.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ავტობუსს 55 ადამიანი გადაჰყავდა. დაშავებულების მისაღებად სამი საავადმყოფოს მობილიზება გახდა საჭირო.

ადგილი, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გზის სახიფათო მონაკვეთად მიიჩნევა.

მსგავსი