ჩრდილოეთ კაროლინაში სროლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

21:19, 29.04.2021

ჩრდილოეთ კაროლინაში სროლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საცხოვრებელ სახლში მოხდა, სადაც ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს.

სროლის შედეგად შერიფის ერთი მოადგილე ადგილზევე დაიღუპა, მეორე კი – საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

13-საათიანი ოპერაციის ბოლოს, ბინაში შესულ სამართალდამცველებს სამი ცხედარი დახვდათ. მათ შორის ერთ-ერთი თავდამსხმელია, რომელმაც წინასწარი ინფორმაციით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სამართალდამცველები სახლში მცხოვრები ერთ-ერთი მამაკაცის თანამშრომლებმა გამოიძახეს, რომელთა ინფორმაციითაც, მამაკაცი გასული რამდენიმე დღის განმავლობაში, სამსახურში არ გამოჩენილა და არც სატელეფონო ზარებს პასუხობდა.

მსგავსი