ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხზე ევროკავშირის კანონპროექტი ბრიტანეთისთვის მიუღებელია
ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხზე ევროკავშირის კანონპროექტი ბრიტანეთისთვის მიუღებელია

ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხზე ევროკავშირის კანონპროექტი ბრიტანეთისთვის მიუღებელია.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვართან დაკავშირებით ევროკავშირის შეთავაზება გაერთიანებული სამეფოს „კონსტიტუციურ ერთობას“ უქმნის საფრთხეს.

ევროკავშირის კანონპროექტი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ირლანდიაში „საერთო რეგულირებული ზონის“ შექმნას ითვალისწინებს.

ტერეზა მეი ამბობს, რომ მსგავს პირობას ბრიტანეთის არც ერთი პრემიერ-მინისტრი არ დათანხმდება.

ევროკავშირის განცხადებით, კანონპროექტი ბრიტანეთის პროვოცირებას არ ისახავს მიზნად.

დატოვე კომენტარი