ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისთვის ცნობილია – მეტოქე კაპიტნის გარეშე გვესტუმრება #1TVSPORT
ცნობილი გახდა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების შემადგენლობა, რომელთან მატჩითაც საქართველოს ნაკრები 25 სექტემბერს ერთა ლიგაზე ასპარეზობას დაიწყებს.
აღსანიშნავია, რომ მაიკლ ო’ნილის გუნდს კაპიტანი, „ლივერპულის“ მცველი კონორ ბრედლი დააკლდება. 23 წლის ფეხბურთელი 8 იანვრის შემდეგ მუხლის ტრავმას იშუშებს და მოედანზე გასვლას ვერ ახერხებს. როგორც „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდონი ირაოლამ განაცხადა, ბრედლი სრულფასოვანი სავარჯიშო პროცესის განახლებას ჯერჯერობით ვერ შეძლებს.

მეკარეები: ბეილ პიკოკ-ფარელი („ბლექპული“, ინგლისი), კონორ ჰაზარდი („უიკომბი“, ინგლისი), პირს ჩარლზი („ქუინზ პარკი“, ინგლისი).
მცველები: დანიელ ბალარდი, ტრეი ჰიუმი (ორივე – „სანდერლენდი“, ინგლისი), კიარონ ბრაუნი, ბროდი სპენსერი (ორივე – „ოქსფორდი“, ინგლისი), პედი მაკნეირი („ჰალი“, ინგლისი), რუაირი მაკონვილი („ნორვიჩი“, ინგლისი), ტრეი დევლინი („პორტსმუთი“, ინგლისი), ტომ ეტჩერსონი („ბლექბერნი“, ინგლისი), ეოინ ტოლი („ბოლტონი“, ინგლისი), მაიკლ ფორბსი („დანდი იუნაიტედი“, შოტლანდია).
ნახევარმცველები: ეთან გალბრაიტი, ჯასტინ დევენი (ორივე – „სტოკი“, ინგლისი), შეი ჩარლზი („ფულჰემი“, ინგლისი), აიზეკ პრაისი („ვესტ ბრომვიჩი“, ინგლისი), პოლ სმიტი („ქუინზ პარკი“, ინგლისი), ჯორდან ტომპსონი („პრესტონი“, ინგლისი), ჯეიმი მაკდონელი („ოქსფორდი“, ინგლისი), პატრიკ კელი („ბარნსლი“, ინგლისი), კირან მორისონი („შეფილდ უენსდეი“, ინგლისი).
თავდამსხმელები: ჯოშ მაგენისი („სტივენეიჯი“, ინგლისი), დაიონ ჩარლზი („ბლექპული“, ინგლისი), კალუმ მარშალი („ლუთონი“, ინგლისი), ჯეიმი დონლი („ლუთონი“, ინგლისი), ბრეიდენ გრემი („ევერტონი“, ინგლისი), სიდეჩ ონილი („არსენალი“).