ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი – უკრაინასთან კარგად ვითამაშეთ და საქართველოსთანაც ზუსტად იგივეს იმედი მაქვს #1TVSPORT

00:02, 05.10.2026

ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრამდე ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ონილმა მის ახალგაზრდა გუნდსა და გათამაშებაში ნაჩვენები შთამბეჭდავი სტარტის შესახებ ისაუბრა.

„მოუთმენლად ველით საქართველოს ნაკრებთან საშინაო თამაშს. გუნდისთვის კარგია, როცა არსებობს მოლოდინი. ვფიქრობ, გუნდი ამას კარგად გაუმკლავდება. მოთამაშეები ახალგაზრდები არიან. გზად გამოწვევებს წააწყდებიან, ​​მაგრამ თუ ჩვენს საბოლოო მიზანს მივაღწევთ, ეს სირთულეები ამად ღირს.

ვფიქრობ, გუნდი, გარკვეულწილად, მომწიფდა. შესაძლოა, იმაზე სწრაფადაც კი, ვიდრე ველოდით. ​​ეს ფეხბურთელების დამსახურებაა, განსაკუთრებით ტრეი ჰიუმის და შეი ჩარლზის. მიმაჩნია, რომ უკრაინასთან კარგად ვითამაშეთ და საქართველოსთანაც ზუსტად ასეთივე კარგი ფეხბურთის ჩვენების იმედი მაქვს.

გუნდის პროგრესი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ეს შედეგი უფრო ადრეც შეიძლებოდა დამდგარიყო, რომ არა ტრავმები, რომლებმაც გუნდს ხელი შეუშალა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე – სხვადასხვა დროს შემადგენლობას დააკლდნენ ბრედლი, გალბრეიტი და ბალარდი.

აჩესონმა და სპენსერმა კვირის ვარჯიში გამოტოვეს, თუმცა ორივე შემთხვევაში ეს მხოლოდ უსაფრთხოების ზომა იყო. ბროდიმ კოჭი დაიზიანა, ტომს კი ბარძაყის არეში მცირე დაჭიმულობა ჰქონდა, მაგრამ ორივე მალე გამოჯანმრთელდება“, – აღნიშნა ონილმა.

მსგავსი