ჩრდილოეთ ირლანდიაში საპროტესტო აქციების მეხუთე დღეს დემონსტრანტები პოლიციას პიროტექნიკით, ქვებითა და ბოთლებით თავს დაესხნენ
ჩრდილოეთ ირლანდიაში საპროტესტო აქციების მეხუთე დღეს დემონსტრანტები პოლიციას პიროტექნიკით, ქვებითა და ბოთლებით თავს დაესხნენ

ჩრდილოეთ ირლანდიაში საპროტესტო აქციების მეხუთე დღეს დემონსტრანტები პოლიციას პიროტექნიკით, ქვებითა და ბოთლებით თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

არეულობის ეპიცენტრი ქალაქ ბალიმენაა, სადაც, მეხუთე დღეა, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტების ჯგუფს შორის შეტაკებები იმართება.

ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციის ცნობით, ღამით პოლიცია აქციის მონაწილეების მხრიდან თავდასხმის ქვეშ იმყოფებოდა, მათ ესროდნენ ქვებს, პიროტექნიკას და ბოთლებს.

სამართალდამცველებმა ღამის განმავლობაში მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენეს.

საერთო ჯამში, ხუთი დღის განმავლობაში დაშავდა 63 პოლიციელი. ხელისუფლებამ დააკავა 15 ადამიანი და ბრალი წაუყენა ოთხ მათგანს, რომელთა უმეტესობა თინეიჯერია.

ცნობისთვის, არეულობის მიზეზი ბალიმენაში ორი უცხოელი მოზარდის მიერ არასრულწლოვან გოგონაზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტი გახდა. ისინი ორშაბათს სასამართლოს წინაშე წარდგნენ. არასრულწლოვნები რუმინულად საუბრობდნენ და თარჯიმნის დახმარებით ბრალდებას უარყოფდნენ.