ჩრდილოეთ დაკოტაში, კონგრესის არჩევნებში კორონავირუსით გარდაცვლილმა კანდიდატმა გაიმარჯვა
ჩრდილოეთ დაკოტაში, კონგრესის არჩევნებში კორონავირუსით გარდაცვლილმა კანდიდატმა გაიმარჯვა

ჩრდილოეთ დაკოტაში, კონგრესის არჩევნებში კორონავირუსით გარდაცვლილმა კანდიდატმა გაიმარჯვა, – წერს „პოლიტიკო“.

საუბარია „რესპუბლიკელ“ დევიდ ანდალზე, რომელიც „კოვიდ-19“-ით 5 ოქტომბერს გარდაიცვალა. ის წარმომადგენელთა პალატაში იყრიდა კენჭს და მისი სახელის ბიულეტენიდან ამოშლა ვერ მოხერხდა.

ჩრდილოეთ დაკოტადან კონგრესში ორი კანდიდატი – გარდაცვლილი დევიდ ანდალი და დევიდ ნერინგა ერთად იყრიან კენჭს. ისინი ერთად ხმათა 36%-ს აგროვებენ.

აშშ-ში 3 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებსაც ირჩევდნენ. წინასწარი შედეგებით, წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატები“ უმრავლესობას შეინარჩუნებენ.